Sonntag, 10. September 2017

გერმანული ენის წრე

გერმანული ენის პედაგოგის ქეთევან ლომიძის და მოსწავლეთა ინიციატივით ნიგვზარის საჯარო სკოლაში დაარსდა გერმანული ენის წრე. უცხო ენა,როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები,თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავის წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.უცხო ენა საშუალებას აძლევს მოსწავლეს გზა გაიკვლიოს თანამედროვე ცხოვრებაში. რადგან გერმანული ენა ჩვენ სკოლაში მ_2 უცხო ენად იქნა არჩეული, მე_5 დან მე_12 კლასის ჩათვლით,კვირაში ვმეცადინეობთ მხოლოდ 2 საათს,აქედან გამომდინარე ,გახდა საჭირო დამატებითი მეცადინეობა სკოლის ბაზაზე,რათა დაინტერესებულმა ;მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია გერმანულ ენაზე ყოველდღიურ სიტუაციებში,განსაკუთრებით აიმაღლონ ცოდნის დონე ლაპარაკის მიმართულებით.შეძლონ ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ და სოციოკულთურულ კონტექსტებში.მეცადინეობა ძირითადად წარიმართება უცხო ენაზე,დრო დაეთმობა დიალოგებს,მოსასმენ სავარჯიშოებს,ინტერაქციას,როლურ თამაშებსა და სახალისო მუსიკას.

საწრეო მუშაობის პროგრამა,მუშაობა,ხანგრძლივობა

წრის ხელმძღვანელი: ქეთევან ლომიძე საწრეო მუშაობის პროგრამა, ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი საწრეო მუშაობის პროგრამა მუშაობის ხანგრძლივობა შეხვედრების განრიგი დასაწყისი 14:00 სთ თემა:დრო:რომელი საათია?რა რიცხვია დღეს?რა დღეა? 2 საათი 26 სექტემბერი თემა:ამინდი 2 საათი 3 ოქტომბერი თემა:შეხვედრა,მოკითხვა,მობოდიშება 2 საათი 10 ოქტომბერი თემა:რომელ ენას ფლობთ? 2 საათი 17 ოქტომბერი თემა:რა არის ეს შენობა,როდის აშენდა ეს ეკლესია და ა.შ 2 საათი 24 ოქტომბერი თემა:სუფრის გაშლა,დღის მონაკვეთები 2 საათი 31 ოქტომბერი თემა:წელიწადის დროები,ადამიანის აგებულება 2 საათი 7 ნოემბერი თემა:სიყვარული 2 საათი 14 ნოემბერი თემა: ბიბლიოთეკაში 2 საათი 21 ნოემბერი თემა:კინო 2 საათი 28 ნოემბერი თემა: კომპონისტები 2 საათი 5 დეკემბერი თემა:ფოსტა 2 სთ 12 დეკემბერი თემა მოგზაურობა 2 სთ 19 დეკემბერი თემა:გაცნობა 2 სთ 26 დეკემბერი