Sonntag, 10. September 2017

გერმანული ენის წრე

გერმანული ენის პედაგოგის ქეთევან ლომიძის და მოსწავლეთა ინიციატივით ნიგვზარის საჯარო სკოლაში დაარსდა გერმანული ენის წრე. უცხო ენა,როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები,თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავის წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.უცხო ენა საშუალებას აძლევს მოსწავლეს გზა გაიკვლიოს თანამედროვე ცხოვრებაში. რადგან გერმანული ენა ჩვენ სკოლაში მ_2 უცხო ენად იქნა არჩეული, მე_5 დან მე_12 კლასის ჩათვლით,კვირაში ვმეცადინეობთ მხოლოდ 2 საათს,აქედან გამომდინარე ,გახდა საჭირო დამატებითი მეცადინეობა სკოლის ბაზაზე,რათა დაინტერესებულმა ;მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია გერმანულ ენაზე ყოველდღიურ სიტუაციებში,განსაკუთრებით აიმაღლონ ცოდნის დონე ლაპარაკის მიმართულებით.შეძლონ ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ და სოციოკულთურულ კონტექსტებში.მეცადინეობა ძირითადად წარიმართება უცხო ენაზე,დრო დაეთმობა დიალოგებს,მოსასმენ სავარჯიშოებს,ინტერაქციას,როლურ თამაშებსა და სახალისო მუსიკას.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen